ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თანაგრძნობას უცხადებს
- პოლიტიკა
- 06.04.2018
- 13:30
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს თანაუგრძნობს.
„საქართველოში, მინდელის შახტში ინციდენტის გამო გულწრფელად თანავუგრძნობთ ოჯახებს, ასევე მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მთავრობას და ხალხს. ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი, დაშავდა.