თბილისში საბავშვო მაღაზია „ცეროდენა“ გაქურდეს
- სამართალი
- 16.04.2018
- 10:26
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, საბავშვო მაღაზია „ცეროდენა“ გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, როცა მაღაზია უკვე დაკეტილი იყო. ჩამსხვრეულია სავაჭრო ობიექტის ვიტრაჟები.
ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცველები. დაიკითხა მაღაზიის მენეჯერი.
უცნობია წაღებულია თუ არა რამე მაღაზიიდან.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სავარაუდოდ ქურდობის მუხლით აღიძრა. ერთ-ერთ ვერსიით, ქურდი არასრულწლოვანია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200