png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მართლმსაჯულება უნდა იყოს გააზრებული, გამართული სისტემა - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 17.04.2018
  • 16:46
მართლმსაჯულება უნდა იყოს გააზრებული, გამართული სისტემა - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განცხადა, რომ მართლმსაჯულების სიტემა უნდა იყოს ერთიანი და გააზრებული სისტემა.

მისი თქმით, მწყობრი სისტემური პოლიტიკა დღეს არ არსებობს და არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა, თავისი ლოკალური რაღაც კომპლექსებიდან გამომდინარე, რაღაცებს წყვეტს.

„რა არის ახლა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა?, ის, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი,  აბსოლუტურად გააზრებული სისტემა, გამართული, რომლის ყველა ნაწილი, როგორც არის შს სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულება, პრეზიდენტი თავისი შეწყალების ინსტიტუტით, პარლამენტი თავისი ამნისტიის ინსტიტუტით - ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ ლოგიკაში მოქცეული. მწყობრი სისტემური პოლიტიკა დღეს არ არსებობს და არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა, თავისი ლოკალური რაღაც კომპლექსებიდან გამომდინარე, რაღაცებს წყვეტს. შესაბამისად, ეს გამოწვევები, რა თქმა უნდა, იზრდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონცეპტუალური პრობლემა რაშია - ის კომპლექსი, რაც გვქონდა, სიმკაცრის გაუაზრებელი და გაუმართლებელი, ამ კომპლექსმა პირდაპირ მიგვიყვანა ასევე გაუმართლებელ და გაუაზრებელ ჰუმანურობამდე და ლიბერალიზმამდე, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ჰუმანურობის მომსახურების ინფრასტრუქტურა და ეფექტიანობის კომპეტენცია არა გვაქვს", - განაცხადა გახარიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge