png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

წალკაში რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 28.11.2015
  • 12:35
წალკაში რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ქვემო ქართლის რეგიონში, წალკის მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო „ვიტა პროდუქტი“ გახსნა. საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროექტის“ ფარგლებში - 178,712 აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსება და 223,390 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. საწარმოს მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. საწარმოში 15 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

„ვიტა პროდუქტი“ წელიწადში 3000 ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშვებას, სხვადასხვა სახეობის ყველის და კარაქის წარმოებას გეგმავს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

როგორც საწარმოს დირექტორმა, მიხეილ ბერიძემ აღნიშნა, საწარმოს მშენებლობის პროცესიდან დაწყებული გათვალისწინებულია ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი და მოთხოვნა, რასაც ევროკავშირის ბაზარი ითხოვს. ,,ჩვენ თავიდანვე ვიწყებთ ,,ჰასპის“   და ,,აისოს“ სტანდარტზე დანერგვის მიმართულებით მუშაობას, რათა მივიღოთ სერთიფიკატები და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის პროდუქცია სართაშორისო ბაზარზე დაუბრკოლებლად გავიდეს ექსპორტზე“, – აღნიშნა საწარმოს დირექტორმა.

როგორც ოთარ დანელიამ ღონისძიებაზე განაცხადა, ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის 500 მლნ-იანი ბაზარი გაიხსნა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საწარმოების შექმნას.

„ბოლო 2 წელიწადში, სახელმწიფოს ხელშეწყობით ქვეყნის მასშტაბით აგრარული მიმართულების 139 ახალი საწარმო შეიქმნა. ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენი პროექტების ფარგლებში შემოსულია განაცხადები და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საწარმოს გახსნის ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, კახაბერ გუგეშაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა აღნიშნა ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და სახელმწიფოს ხელშეწყობით გახსნილი რძის გადამამუსავებელი ახალი საწარმო მეტ სტიმულს აძლევს ადგლობრივ ფერემერებს და გლეხებს გაზარდონ წარმოება, ჩააბარონ რძე და მიიღონ შემოსავალი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge