ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააყაჩაღეს
- პოლიტიკა
- 29.11.2015
- 09:01
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის სახლში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ოჯახის უფროსმა თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.ყაჩაღებმა 800 ლარი წაიღეს და ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომანქანით ტერიოტრია დატოვეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200