primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ევროატლანტიკური ინტეგრაცია მნიშნველოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის - ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 19.04.2018
  • 14:44
ევროატლანტიკური ინტეგრაცია მნიშნველოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის - ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანლიძემ ნატო-ს დღეების ფარგლებში კახეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, უმცირესობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ისაუბრა.

მისი განცხადებით მთავრობის ეს ინიციატივა უკავშირდება ახალი, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით არსებული შესაძლებლობის შეთავაზებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების, ხიდების აგების, ახალი შესაძლებლობების გამონახვისთვის ყველაზე კარგი შესაძლებლობა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, რომელსაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეები მოაქვს. ჩვენ გვინდა რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, სტუდენტები, სარგებლობდნენ ისეთივე შესაძლებლობებით, როგორც თქვენ სარგებლობთ. მათაც ჰქონდეთ საშუალება, რომ იმოგზაურონ ევროპაში იმ შესაძლებლობებით რომელიც საქართველოსთვის არის მოცემული და მონიჭებული. ისინი საქართველოს ნაწილი არიან და უნდა აღიზარდონ და განვითარდნენ, როგორც საქართველოს ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ადამიანების დაახლოვებას და ომით და საოკუპაციო ხაზით, საოკუპაციო ჯარებით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანებას",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

მისი თქმით, მიუხედავად ყველა ბარიერისა და შემაფერხებელი ფაქტორისა საქართველო გააგრძელებს და არ გადაუხვევს სამშვიდობო პოლიტიკის კურსს.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge