png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეგვიპტეში ქართული და არაბული დამწერლობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 29.11.2015
  • 12:31
ეგვიპტეში ქართული და არაბული დამწერლობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

 კაროში, სუჰაიმის კულტურულ ცენტრში „ბეით სუჰაიმი“ საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროსა ერთობლივი ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით „ქართული და არაბული კალიგრაფიების ხელოვნება, განსხვავებული ხაზები . . .საერთო მნიშვნელობა“. გამოფენაზე ქართულ მხარეს ასოციაცია „ქართული კალიგრაფია“ წარმოადგენდა.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა და ეგვიპტის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილემ საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში ქალბატონმა კამელია სუბჰიმ. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ კაიროს გუბერნატორის მოადგილე და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს კულტურული განვითრების ფონდის სექტორის თავმჯდომარე მუჰამედ აბუ სეადა.

გამოფენაზე, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება წარმოდგენილია 17-მდე ქართველი და 15-მდე ეგვიპტელი კალიგრაფის ნამუშევრები.

გამოფენის გახსნამდე „ბეით სუჰაიმში“ ქართველი და ეგვიპტელი კალიგრაფების ერთობლივი ვორქშოფი გაიმართა. მონაწილეებმა საზოგადოებას ქართული და არაბული კალიგრაფიების ისტორია და თავისებურებები გააცნეს. ვორქშოპის მიმდინარეობისას მათ შეასრულეს ნამუშევრები, რომელიც მოგვიანებით გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი. გამოფენის გახსნისას ქართველმა და ეგვიპტელმა კალიგრაფიებმა სტუმრებს სამახსოვრო წარწერები დაუწერეს. აღსანიშნავია, რომ ქართულმა დამწერლობამ და მისმა ისტორიამ გამოფენაზე მყოფი ეგვიპტის საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

გამოფენაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ეგვიპტის ხელისუფლებისა და საზოგადოების, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. გამოფენის გახსნას ეგვიპტეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც დაესწრნენ.​

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge