primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

პრეზიდენტმა მოკლული გოგოს ნათესავებს ჰკითხოს, არის თუ არა ეს მის წინააღმდეგ შავი პიარი, მის ადგილას ამის თქმის შემრცხვებოდა - ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 20.04.2018
  • 11:01
პრეზიდენტმა მოკლული გოგოს ნათესავებს ჰკითხოს, არის თუ არა ეს მის წინააღმდეგ შავი პიარი, მის ადგილას ამის თქმის შემრცხვებოდა - ვოლსკი
გავიდეს პრეზიდენტი და იმ მოკლული გოგოს ნათესავებს ჰკითხოს, არის თუ არა ეს მის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, მე მის ადგილას ამის თქმის შემრცხვებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, უამრავი მაგალითი არსებობს, როცა დამნაშავე ადამიანი დაუმსახურებლადაა შეწყალებული ისე, რომ საკითხი ბოლომდე შესწავლილი არც კომისიას აქვს და არც თავად პრეზიდენტს.

ვოლსკის განცხადებით, როდესაც კაცს ცოლი, თუ მომავალი ცოლი სამსახურიდან გამოჰყავს და ქვით სცემს, ზუსტად უნდა იცოდე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გმართებს. მით უმეტეს, თუ დასასრული ასეთი ტრაგიკულია, თავი კი არ უნდა იმართლო, უნდა გამოხვიდე და იმაზე ილაპარაკო, მომავალში რა უნდა ქნა, რაც მისივე თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ ძალიან რთულად ესახება.

ვოლსკიმ აქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ეს ყოყლოჩინური პოზიცია ერთადერთი შემთხვევა არ არის.

„შეწყალების პროცესზე ცუდის თქმა და კრიტიკა განსაკუთრებულად მიჭირს, რადგან ეს ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი აქტია, რომელიც ადამიანურობის შეგრძნებას არ გვავიწყებს, რაც ხშირ შემთხვევაში მეორე ადგილზე გადადის ხოლმე. თუმცა, არ ვიცი, რა ჰქვია იმას, როცა შეწყალების თემას კონვეიერულად უდგები, მოწყალეს, შემწყნარებლის იმიჯის შექმნა გინდა და ათასობით შეწყალებულის საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობას არც ერთ შემთხვევაში არ უშვებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge