primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 20.04.2018
  • 16:25
კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა. 

პრეზენტაციაზე, თბილისის მერთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძეც წარსდგა და საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია დეტალურად გააცნო. 

ღამის ეკონომიკა ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას გულისხმობს, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა.

პროექტის მიზანია, ზემოხსენებული სექტორების კოორდინირებული მუშაობისა და მათი სტიმულირების გზით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსული თანხების ზრდა, გარეუბნების გამოცოცხლება, საღამოსა და ღამის საათებში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება, თბილისის, როგორც 24-საათიანი ქალაქის პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე.

პროექტის განხორციელებით, სარგებელს მიიღებს დედაქალაქის მოსახლეობა, ხელი შეეწყობა მცირე და მიკრო მეწარმეების საქმიანობას, საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე, გაიზრდება დაინტერესება ინვესტორებისა და ტურისტების მხრიდან, ახალი შესაძლებლობები და სივრცეები შეიქმნება ხელოვანების შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 

პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე, პერსპექტიული მიმართულებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ კვლევა იქნება წარმოდგენილი. კვლევის მიზანი თბილისის ყველა უბნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პოტენციალის შესწავლაა, რომელზე დაყრდნობითაც, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სტრატეგია შეიქმნება.

თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური ინიციატივების განხორციელებისთვის იგეგმება ღამის ტრანსპორტის მოწესრიგება, მრავალფეროვანი კულტურული აქტივობის განხორციელება, მათ შორის, ღამის ღია კინოთეატრებისა და მუზეუმების ამოქმედება. გარდა ამისა, სტარტაპერებს მიეცემათ საშუალება, ბიზნეს აქსელერატორებისა და შემოთავაზებული საინვესტიციო პაკეტების მეშვეობით, ახალი ბიზნეს პროექტები განავითარონ.

აღსანიშნავია, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით.

პროექტის პრეზენტაციას საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სარესტორნო, სასტუმრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ტურიზმის, საგანმანათლებლო, კულტურის და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge