png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

„ტელეიმედის“ დარბევის ფაქტზე სოდ-ის ყოფილი დირექტორი, ერეკლე კოდუა პასუხისგებაში მიეცა

  • სამართალი
  • 25.04.2018
  • 14:31
„ტელეიმედის“ დარბევის ფაქტზე სოდ-ის ყოფილი დირექტორი, ერეკლე კოდუა პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ე.კ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით,  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში ბრიფინგი ჩატარდა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ტელევიზიის შენობაში შეიჭრა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, იგივე ს.ო.დ.-ის სპეცდანიშნულების რაზმი და ოპერატიული თანამშრომლები, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტის დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ისინი ძალისმიერი მეთოდით, უკანონოდ შეიჭრნენ ტელევიზიის შენობაში, მიზანმიმართულად დააზიანეს ძვირადღირებული საეთეროჩართვისაპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი. ამასთან სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში დასაქმებულ პერსონალს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური  შეურაცხყოფა, გამოაძევეს შენობიდან და შენობის გარეთ  დაუშინეს რეზინის ტყვიები. „იმედის“ მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის შემდგომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიის  ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული, ისე რომ ჟურნალისტებს და პერსონალს არ აძლევდნენ შენობაში შესვლის საშუალებას.

ტელეკომპანიის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათ შორის უმრავლესობა არის იმედის ჟურნალისტი. ტექნიკური საშუალებების  და ინვენტარის 

განადგურების, დაზიანების, დაკარგვის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა იმ პერიოდში შეადგინა 3 158 307 ლარი.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და მის მიმართ მიმდინარეობს ძებნა,   დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული პირი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, რომელზედაც მიესაჯა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“, რომელზედაც მიესაჯა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

“ტელეიმედის” დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიეცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, იუსტიციის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული აღნიშნული ქმედებების ორგანიზებაში. მათი ბრალდების საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის „ტელეიმედის“ დარბევასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულ სხვა პირთა გამოვლენის მიზნით", - აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge