ევროკავშირი თურქეთს 3 მლრდ ევროთი დაეხმარება
- მსოფლიო
- 30.11.2015
- 09:38
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირისა და თურქეთის წარმომადგენლების სამიტის მსვლელობისას , ევროკავშირი თურქეთს 3 მლრდ ევროთი დახმარებას დაპირდა, საზღვარზე მიგრანტთა შესაკავებლად კონრტოლის გამკაცრებისა და იმ ლტოლვილთა მისაღებად, რომლებსაც ევროპაში შესვლაზე უარი ეთქვა.
მერკელმა ასევე პირობა დადო, რომ განიხილება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებისა და ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხი.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ამ ფაქტს თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში ”ისტორიული დღე” უწოდა.
წელს ევროპაში 900 ათასმა მიგრანტმა შეაღწია. მათი უმეტესობა სირიის, ერაყისა და ავღანეთის მოქალაქეა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200