primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ბრიუსელში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 26.04.2018
  • 12:46
ბრიუსელში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მე-11 შეხვედრა.  შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დირკ შუბელი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა. 

შეხვედრაზე მხარებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, 2017 წლის 16 მაისის შეხვედრის შემდგომ პერიოდში გატარებული ღონისძიებები. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების, ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმის დამტკიცების, ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის,  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთის კუთხით. ამავდროულად, ხაზი გაესვა ამ და სხვა ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხს. ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა ცხადყოფს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას და ადასტურებს ადგილზე ქმედითი საერთაშორისო მექანიზმებისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საჭიროებას. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტრუქციული ჩართულობისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.    

მხარეებმა დაადასტურეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა, ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მიიღეს დიალოგის შემაჯამებელი ერთობლივი განცხადება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge