primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

სასამართლომ ცოლის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

  • სამართალი
  • 26.04.2018
  • 16:08
სასამართლომ ცოლის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

თბილსის საქალაქო სასამართლომ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ბრალდებულს, 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, ნ.ც.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის. მასვე, ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის ივნისისა და ივლისის თვეში, ბრალდებული მის მეუღლეს, ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით - ჰქონდა თუ არა მას სხვა მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა, იმ პერიოდში სანამ თავად საპატიმრო დაწესებულებაში იყო, აყენებდა სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოგვიანებით, 25-28 ივლისს, კვლავ სხვა მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობის აღიარებისა და მისი ვინაობის დადგენის მიზნით, ფეხის მიდამოში ორ ადგილას მოკიდებული სიგარეტის კანზე ჩაქრობით და სხეულის სხვადასხვა მიდამოში კბენით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რითიც დაზარალებულს მიაყენა ფსიქიკური და მორალური ტანჯვა. 2017 წლის 23-28 ივლისის განმავლობაში, ნ.ც.-მ მის მეუღლეს წამების გაადვილების მიზნით, აღუკვეთა თავისუფლება, ჩამოართვა მობილური ტელეფონი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუკი სახლიდან გაქცევას ან მისი მდგომარეობის შესახებ, სხვისთვის ინფორმაციის მიწოდებას შეეცდებოდა. თავისუფლების აღკვეთის პერიოდში, ბრალდებულს მეუღლე - ლ.გ. ხელის ჩაკიდებით გაჰყავდა სხვა ოთახებში, ხოლო გაქცევის რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიაყენა ფიზიკურ შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის დაღწევის ერთ-ერთი მცდელობისას ფიზიკური ძალადობის შედეგად ქალმა გონება დაკარგა. 2017 წლის 28 ივლისს, ლ.გ.-მ ისარგებლა ნ.ც.-ს აბაზანაში ყოფნით და მე-8 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის აივნიდან, მეზობლის აივანზე გადავიდა და გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს, ასევე დაზარალებულმა ქალმა სასამართლო სხდომაზე ჩვენება შეცვალა, სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის, მათ შორის დაზარალებულის ფსიქიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან ცოლზე განხორციელებული ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ნ.ც.-ს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge