გვატემალაში პატიმართა ბუნტს 6 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 30.11.2015
- 10:36
სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, გვატემალის ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად. სასჯელაღსრულების დაწესებულება ქვეყნის დედაქალაქიდან 65 კილომეტრში მდებარეობს.
ხელისუფლების ცნობით, პატიმრები ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი.
ციხეში, რომელიც 600 ადამიანზეა გათვლილი, სასჯელს 3 ათასზე მეტი პატიმარი იხდის.
ბუნტის ჩასახშობად არმიისა და პოლიციის სპეცდანაყოფებია გადასროლილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200