png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მთელი რეგიონი მალე შეიცვლება და ოლიგარქების ძალაუფლებაში ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდება -მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.04.2018
  • 09:33
მთელი რეგიონი მალე შეიცვლება და ოლიგარქების ძალაუფლებაში ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდება -მიხეილ სააკაშვილი

ოლიგარქების მმართველობა დიდხანს არ გაგრძელდება, - განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ხელოვნურად შექმნილი უწოდა და რეგიონში ცვლილებები დაანონსა.

მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდის შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ შეცდომების მიუხედავდ, მან კარგი მემკვიდრეობა დატოვა.

„ვფიქრობ მთელი რეგიონი მალე შეიცვლება. ოლიგარქების ძალაუფლებაში ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ახლანდელი ვითარება როდესაც ისინი უძღვებიან წარმოდგენას და გვერდზე ტოვებენ ხალხის ინტერესებსა და დემოკრატიას, ძალზე ხელოვნურია. და ეს ადამიანები დამარცხდებიან. ტრანზიციის პროცესი რთული იქნება, თუმცა ასე გაგრძელდება უკვე შეუძლებელია. მე შესაძლოა ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ მსოფლიოში რომელიც ორ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს ხელმძღვანელობს. ჩვენ დავიწყეთ კამპანია და უკვე გამოვედით რამდენიმე ინიციატივით. მე არ ვარ ვდგავარ ადგილზე და არ ველოდები სასურველი მომენტის დადგომას. მე ვცდილობ ეს მომენტი მოვაახლოვო.

საქართველოში ჩემმა რეფორმებმა უფრო დიდხანს გაძლო ვიდრე ჩემმა პრეზიდენტობამ. საზოგადოებრივი სერვისები, კორუფციის დამარცხება, უსაფრთხოება - მე კარგი მემკვიდრეობა დავტოვე და ჩვენ წარმატების მიღწევის გამოცდილებით ვბრუნდებით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge