png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შსს-მ არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტი გახსნა

  • სამართალი
  • 30.11.2015
  • 11:19
შსს-მ არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის  პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი და მეშვიდე განყოფილების, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული კახა ბ. და 1999 წელს დაბადებული გერონტი მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, მესხიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ ნიკა ს.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს თაღლითურად დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარიდან ერთ საათში, კახა ბ.-მ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1998 წელს დაბადებულ ლადო კ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და თანმხლებ გერონტი მ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად,  კახა ბ. და გერონტი მ. თბილისში, დადიანის ქუჩაზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია თაღლითურად მითვისებული მობილური ტელეფონი. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება თაღლითობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე და 118-ე მუხლებით).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge