png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იანვარ-მარტში ექსპორტი 28.4 პროცენტით გაიზარდა და 740.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - დიმიტრი ქუმსიშვილი

  • ეკონომიკა
  • 30.04.2018
  • 14:35
იანვარ-მარტში ექსპორტი 28.4 პროცენტით გაიზარდა და 740.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში (წინასწარი შეფასებით) მნიშვნელოვანი წილი საგარეო ვაჭრობაზე მოდის.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, იანვარ-მარტში ექსპორტის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 28.4 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 740.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2,823.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგარეო ბრუნვაზე ევროკავშირის ქვეყნებში. მისი თქმით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 820.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 209.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 610.7 მლნ. აშშ დოლარი (26.4 პროცენტით მეტი).

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28.3 პროცენტი და იმპორტში 29.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 28.1, 27.7 და 28.2 პროცენტი), - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ასევე გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც. მათ შორის წმინდა ფულადი გზავნილების მაღალ მაჩვენებელზე. კერძოდ, მინისტრის ინფორმაციით,  15.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ  110 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. „ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge