primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 2 მაისის წარსდგება

  • პოლიტიკა
  • 30.04.2018
  • 17:11
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 2 მაისის წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2 მაისს წარსდგება. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომი პროცედურები განმარტა.

„რეგლამენტით გათვალისწინებულია ორი ფორმატი - ფრაქციების გამოსვლები და პოლიტიკური დებატები. ტრადიციულად იყო ხოლმე მოთხოვნა პოლიტიკური დებატების გამართვის თაობაზე, ამჯერად არც პრეზიდენტის და არც ოპოზიციის მხრიდან ასეთი მოთხოვნა წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა და ამავე რეჟიმში წარვმართოთ ამ საკითხის განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, დებატების გამართვის შემთხვევაში სიტყვა ეძლევათ როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებს, ფრაქციებს, უმცირესობას, უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს და პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებას პოლიტიკური დებატების გამართვასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს. ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს პოლიტიკური დებატების გამომსვლელთა რიგითობა და თანმიმდევრობა გააცნო. მისი განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა პირველ რიგში დამოუკიდებელ დეპუტატებს დაეთმობათ, მათ შემდეგ 15 წუთიანი რეგლამენტით ფრაქციები ისარგებლებენ, 45-45 წუთი გამოიყოფა საპარლამენტო უმცირესობისთვის და უმრავლესობისთვის. პოლიტიკური დებატები კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლებით დასრულდება.

ბიუროს სხდომაზე 2-4 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების რიგითობა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

პარლამენტის პლენარული სხდომა 2 მაისს 12.00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge