დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება
- პოლიტიკა
- 01.05.2018
- 10:25
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, ყრილობა კი, 11 მაისს გაიმართება.
ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.
„პირველ მაისს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩატარდება. 11 მაისს კი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.