ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობს
- პოლიტიკა
- 30.11.2015
- 12:57
პარიზი 150-მდე ქვეყნის ლიდერებს მასპინძლობს. რამდენიმე საათში საფრანგეთის დედაქალაქში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21) გაიხსნება.
კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერები "ლე ბურჟეს" საგამოფენო ცენტრში იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ საგამოფენო ცენტრში მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
"ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრი, COP21-ის თავმჯდომარე ლორან ფაბიუსი მიესალმნენ", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200