primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 08.05.2018
  • 14:33
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაცია მიიღო.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს ვიზიტისთვის, ასევე, 2018 წლის 25 აპრილს, ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) სხდომაზე სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში უსაფრთხოების ვითარების განხილვისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც, ევროპარლამენტარებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას. მისი შეფასებით, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი სიგნალი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებზეც და განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია, უპირველესად, ქართველი ხალხის ფასეულობებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.  მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის პარალელურად, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა იზრდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიღწევას. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზალიბერალიზაცია,  პრივილეგიასთან ერთად, არის პასუხისმგებლობაც და საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან სიკეთეს საფრთხე არ დაემუქროს.

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრთა განცხადებით, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები მათი ყურადღების საგანია. დელეგაციის წევრთა თქმით, ევროპარლამენტში თანხმდებიან, რომ საქართველო არის წამყვანი დემოკრატია რეგიონში და მის განვითარებასა და სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არსებული კომპლექსური რეგიონული გარემოს მიუხედავად, საქართველო სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. მისივე თქმით, მიუხედავად პრაგმატული პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიმართ ახორციელებს, რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაციას. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მკვეთრად უარესდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ჰუმანიტარული ვითარება, რაც კიდევ ერთხელ, ცხადყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" გააცნო. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცემა შესაძლებლობა, სრულად განახორციელოს მანდატით დაკისრებული ვალდებულება. 

შეხვედრაზე  საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმასა და კონსტიტუციის მერვე თავზე, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა და ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ. მისივე თქმით, მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge