png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულების პროცესი დღეს გაიმართება

  • სამართალი
  • 10.05.2018
  • 10:52
ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულების პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული ორი პირის, გ.გ.-ს და ნ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

პროცესი სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ. და ნ.გ. მობილური ტელეფონის საშუალებით, რომელშიც გააქტიურებული იყო საკომუნიკაციო საშუალება „Telegram"-ი, ახორციელებდნენ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღებას. კერძოდ, გ.გ. და ნ.გ. „Telegram"-ის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემძენი პირის მიერ თანხმობის მიღების შემდეგ, უგზავნიდნენ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს და აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უგზავნიდნენ ფოტოს, მისამართის და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც უტოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. 

ბოლო ორი თვის მანძილზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გ.გ.-ს და ნ.გ.-სგან კანონით დადგენილი წესით განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა, რაც შემდგომში ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით. 

ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" და მეხუთე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით ედებათ ბრალი. 

დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge