primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ოთარ დანელია გურიაში ციტრუსის რეალიზების პროცესს გაეცნო

  • საზოგადოება
  • 30.11.2015
  • 15:24
ოთარ დანელია გურიაში ციტრუსის რეალიზების პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში,, ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში“იმყოფებოდა და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმოში ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. 

,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ 2013 წლის ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600,000 აშშდოლარის სესხი აიღო. საწარმოში ციტრუსის გადამამუშავებელ-დამხარისხებელი ხაზები და პროდუქციის შესანახი მაცივარ - საწყობი მოეწყო. მიმდინარე წელს საწარმოს პლასტმასის ყუთების წარმოების ახალი ხაზი დაემატა. საწარმოში ჯამში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

,,გურიის რეგიონში საკმაოდ  გამართულად მიმდინარეობს  მანდარინის ჩაბარების პროცესი.  აღსანიშნავია, რომ ციტრუსის დამუშავება  უმაღლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება და უკვე  ევროპული სტანდარტის პროდუქცია გადის საქართველოდან“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ მიმდინარე სეზონზე  3-4 ათასი ტონა  ციტრუსის გადამუშავებას და ექსპორტს გეგმავს. საწარმოში დასაქმებულია 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და დსთ-სქვეყნებშ იხდება.

როგორც საწარმოს დირექტორმა აღნიშნა, მოსახლეობისგან ციტრუსის მიღება აქტიურად მიმდინარეობს.  კომპანია მოსახლეობას ე.წ სამუშაო ყუთებით  უზრუნველყოფს და ციტრუსის ტრანსპორტირების ხარჯებსაც უნაზღაურებს.   ,,ჩვენთვის მთავარია ექსპორტზე ხარისხიანი პროდუქცია გავიდეს. ხდება საწარმოში ციტრუსის რეცხვა, დაკალიბრება,  პარაფინირება (ე.წ. გასანთვლა) და ევროპული სტანდარტით შეფუთვა ხდება. კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ ვცდილობთ,  ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ წინ და ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გავიტანოთ“,  - აღნიშნა საწარმოს დირექტორმა, დავით სიხარულიძემ.

როგორც გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ აღნიშნა, წელს გურიის რეგიონში დაახლოებით 12-დან 15ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საწარმოები მოსახლეობისგან ციტრუსს  შეუფერხებლად იბარებენ და შესაბამისად, ამ მიმართულებით გურიის რეგიონში პრობლემები არ იქნება.

,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანაიში“ ციტრუსის მიღება-გადამუშავების  პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge