ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ვიბრძოლებთ ბოლომდე - ბექა წიქარიშვილი
- პოლიტიკა
- 13.05.2018
- 21:17
"ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ვიბრძოლებთ ბოლომდე", - განუცხადა ამ წუთებში ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს, მას შემდეგ, რაც მათ მოისმინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება.
აქციის მონაწილეები 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია.
მათ პრესკონფერენციაზე კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე ისაუბრეს.
კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა:
1. საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვას ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 12 მაისს კლუბებში ბასიანსა და გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. სხვა შემთხვევაში გადადგეს;
2. მათი თქმით, სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გარეშე ვერ დაიგეგმებოდა, ამიტომ მიზეზებზე უნდა ისაუბროს მან. გარდა ამისა კვლავ რჩება მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში;
3. საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეიცვალოს.