png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პროკურატურა ღამის კლუბებში დაკავებული ნარკორეალიზატორებისთვის პატიმრობას ითხოვს

  • სამართალი
  • 14.05.2018
  • 12:01
პროკურატურა ღამის კლუბებში დაკავებული ნარკორეალიზატორებისთვის პატიმრობას ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა ღამის კლუბებში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ 8 პირს ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში ბრალდებულები სხვადასხვა კლუბებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებზე სისტემატურად ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. კერძოდ:

 ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ სხვადასხვა დროს, ბრალდებულმა ვ.ჟ.-მ 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 ცალი აბი, 200 ლარად და 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ასევე 2 ცალი აბი 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

 ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში ბრალდებულმა ლ.მ-მ 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქ.მ-მ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

 ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში მ.მ-მ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 420 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

ქ.თბილისში ბრალდებულმა  გ.მ-მ 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა.

 ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა ბ.დ-მ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი აბი; 0,98825 გრამი მდმა-ს, 0,15975 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი 700 ლარად, 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 650 ლარად და 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა .

ასევე  ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა თ.ჩ-მ 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 120 ლარის საფასურად, და 0,436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა. 

ღამის კლუბ „ბასსიანში“ ჯ.ე-მ 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარად, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი, 360 ლარად და 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

დაკავებულებს ვ.ჟ.-ს, ქ.მ.-ს და თ.ჩ.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (2 ეპიზოდი)); ლ.მ.-ს, გ.მ.-ს და მ.მ.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება); ჯ.ე.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება(3 ეპიზოდი)). ხოლო ბ.დ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (3 ეპიზოდი)) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვა).

2018 წლის 13 მაისს ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ვ.ჟ-სთვის, ლ.მ-სთვის, ქ.მ-სთვის, მ.მ-სთვის, გ.მ-სთვის, თ.ჩ-სთვის, და ჯ.ე-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო ბ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge