ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების საქმის ერთ-ერთი ბრალდებული პროცესზე შეუძლოდ გახდა
- სამართალი
- 14.05.2018
- 14:05
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების საქმის ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, მოსამართლემ რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოაცხადა.
შესვენების შემდეგ ისევ განახლდა აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 8-ვე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.
დაცვის მხარე კი ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.
ცნობისთვის, 12 მაისს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200