primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ ქვეყანას ყავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებებზე მზრუნველი მთავრობა - რატი იონათამიშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.05.2018
  • 14:43
 გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ ქვეყანას ყავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებებზე მზრუნველი მთავრობა - რატი იონათამიშვილი

გუშინდელმა დღემ მკაფიოდ ცხადყო, რომ ქვეყანას ყავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებებზე მზრუნველი მთავრობა - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს. "მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, ვინც ადეკვატურად უპასუხეს მიტინგზე შსს-ს მინისტრისა და თბილისის მერის მისვლას და ერთადერთი გონივრული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს - აქციის დაშლისა და მსჯელობის სამუშაო ფორმატში გადატანის შესახებ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, გუშინდელმა დღემ მკაფიოდ ცხადყო, რომ ქვეყანას ყავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებებზე მზრუნველი მთავრობა.

"ქართული საზოგადოება ორი დღის მანძილზე აღელვებული ადევნებდა თავს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და არ შეზღუდულიყო აზრის გამოხატვის თავისუფლება. კონტრაქციის ორგანიზების შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბა და სწორედ ამ დროს უნდა გამოჩენილიყო ჩვენი ხელისუფლების გონივრულობა და კეთილგონიერება. ამიტომ, განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო შსს-ს მინისტრის გიორგი გახარიას მიტინგზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა, რითაც განიმუხტა სიტუაცია და რამდენიმე წუთის შემდეგ, მას ტაშს უკრავდნენ ისინი, ვინც მანამდე მის გადადგომას ითხოვდნენ. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, ვინც ადეკვატურად უპასუხეს მიტინგზე შსს-ს მინისტრისა და თბილისის მერის მისვლას და ერთადერთი გონივრული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს - აქციის დაშლისა და მსჯელობის სამუშაო ფორმატში გადატანის შესახებ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის პოზიცია და მოსაზრება იყოს დაცული და მოსმენილი და არავის გაუჩნდეს ჩვენს ქვყანაში გარიყულობის, ან უსამართლობის განცდა.

ჩვენ უმთავრესი ღირებულება - ჩვენი სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს და როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, საერთო ყოველთვის უფრო მეტი გვექნება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge