primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრანტებს არბევდნენ ხელკეტებით და კლავდნენ - მიხეილ ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 15.05.2018
  • 13:00
რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრანტებს არბევდნენ ხელკეტებით და კლავდნენ - მიხეილ ჯანელიძე

„რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრაციას არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ და აბსოლუტური გაუგებრობა იყო ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით“ - ასეთია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის პასუხი ენმ-ის წევრის,  სალომე სამადაშვილის კითხვასთან დაკავშირებით. სადაც ის დაინტერესდა მინისტრის პოზიციით ბოლო დღეებში რუსთაველის გამზორზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილმა ამ კითხვით, მიხეილ ჯანელიძეს დღეს პარლამენტში ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, სადაც ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისათვის საგზაო რუკის კონცეფცია განიხილება.

სს მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა და ეს პოლიტიკა სულ უფრო უმჯობესდება.

„რუსთაველზე ევროპული იედა მარცხდებოდა, როცა დემონსტრანტებს არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ და როცა აბსოლუტური გაუგებრობა იყო ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. დღეს როცა სქართველომ აჩვენა დემოკრატიული განვითარების მაგალითის ძალიან მაღალი სტანდარტი, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის კუთხით. მე მიმაჩნია, რომ კვირას აბსოლუტურად დაცული იყო ყველა დემონსტრანტის უფლება და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება მომავალში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge