რობაქიძის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს
- სამართალი
- 16.05.2018
- 13:07
დიღომში რობაქიძის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, ბანკში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გამოიტანა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი მიიმალა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-საგამოძიებომოქმედებები.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200