primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

გიგი წერეთელი პეტრო პოროშენკოს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 16.05.2018
  • 15:56
გიგი წერეთელი პეტრო პოროშენკოს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

პეტრო პოროშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე გიგი წერეთელმა საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების და მინსკის შეთანხმებების სრულად რეალიზებისთვის, გაეროს სამშვიდობო მისიის საჭიროებას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი, რომელიც დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, რეგიონის ჰუმანიტარულ ვითარებას შეეხებოდა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. აღინიშნა, რომ ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა უფრო მიზნობრივ, საჭიროებაზე მორგებული დახმარება უნდა გაუწიონ ქვეყანას, რომელსაც 2 მილიონამდე დევნილი ჰყავს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარულია. მათ ტრაგიკულ ფაქტებთან და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საბრძოლო მოქმედებებთან, ყოველდღიური შეხება აქვთ. აღსანიშნავია, რომ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებული როლი ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიას აკისრია. შეიარაღებული კონფლიქტის საბოლოო დასრულებისთვის, საპარლამენტო ასამბლეა მინსკის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას მოითხოვს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტური ზონის მთელ არეალში, რუსეთის საზღვრის ჩათვლით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიის განლაგებას შეეხება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მხარეები საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანმშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას შეეხნენ და რუსეთის აგრესიის კონტექსტში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობითი დელეგაცია, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლე კლიმკინს, უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ირინა გერასჩენკოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, არტურ გერასიმოვს და ეუთოს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს, ელჩ, ერტუგულ აპაკალის შეხვდა. შეხვედრები ასევე გაიმართა უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ უკრაინაში, გამართული შეხვედრების შედეგები, უმაღლეს რადაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge