primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

უმცირესობათა უფლებების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა - სოფო კილაძე

  • პოლიტიკა
  • 17.05.2018
  • 12:09
უმცირესობათა უფლებების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა - სოფო კილაძე

მოწყვლადი ჯგუფების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის უმცირესობათა უფლებების დაცვა. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება, - ამის შესახებ პარალმენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას სჯერა, რომ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით შევძლებთ საბოლოოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას.

"არაერთხელ აღმინიშნავს ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ და ვთვლი, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენ ისტორიულად ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. ამ ისტორიულმა ტრადიციამ ქვეყნის უზენაესი კანონში ჰპოვა სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის თანასწორუფლებიანობას.

მოწყვლადი ჯგუფების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის უმცირესობათა უფლებების დაცვა. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება.

იმავდროულად, ოჯახის სიწმინდის დაცვა ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესია. ის ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის ტრადიციაა, რომელსაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება.

მიუხედავად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებებისა, დაუშვებელია ეს გახდეს ქვეყანაში დაპირისპირების და ძალადობის საფუძველი. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლება და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მიუღებელია აზრის გამოხატვის გამო ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

ადამიანი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. დემოკრატიული, მრავალფეროვანი სახელმწიფოც სწორედ მაშინ არის ძლიერი, როდესაც განსხვავებულ ადამიანებს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიათ. მჯერა, რომ ყველა ერთად დგომით, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით შევძლებთ საბოლოოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას", - განაცხადა კილაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge