გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ
- პოლიტიკა
- 18.05.2018
- 10:02
საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დღეს მოუსმენენ. შს მინისტრი პარლამენტში 15:00 საათზე მივა.
გიორგი გახარია პლენარულ სესიაზე სამ საკითხზე ისაუბრებს. პირველი საკითხი 2018 წელს შსს-ში გაწეულ სამუშაოების შედეგებს ეხება. მეორე საკითხია შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრი ისაუბრებს, 2018 წლის 12 მაისს კლუბებში „ბასიანსა“ და „ კაფე გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები იქნება.