ტყვიავში ორი ძმა დაჭრეს
- სამართალი
- 18.05.2018
- 10:36
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ორი ძმა დაჭრეს.
29 და 22 წლის ძმები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გორის კლინიკა „გორმედში“ და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ტყვიავში ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ორივე მათგანს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200