primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს და რამდენჯერმე ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ეს იყო დაგეგმილი მოვლენა - გახარია

  • პოლიტიკა
  • 18.05.2018
  • 15:56
კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს და რამდენჯერმე ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ეს იყო დაგეგმილი მოვლენა - გახარია

როცა მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით თუ არა კლუბში? ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს - განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან 12 მაისს განვითარებულ მოვლენებზე საუბარი პოლიციელებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.

მინისტრმა თავის სიტყვაში იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც სამართალდამცავებს ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ გააჩნიათ.

„პირადპირ ვადასტურტებთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს და რამდენჯერმე ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, რაც ფაქტობრივად იმაზე მიგვითითებს, რომ ეს იყო დაგეგმილი მოვლენა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე საკონტროლო შესყიდვის 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული, როგორც კლუბის მიმდბეარე ტერიტორიაზე, ასევე კლუბის შიგნით.

ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან, ორი ახალგაზრდა ხვდება ერთმანეთს, ერთი კლუბიდან გამოდის, ისინი საუბრობენ ნარკოტიკული საშუალების ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც შეთანხმება ხდება ფასზე, შემდგომ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, კონკრეტული თანხა არ მაქვსო, ხურდაზეა საუბარი. გამყიდველი იღებს თანხას, შედის ყევლანაირი დაცვის ავლით კლუბში, ბრუნდება კლუბიდან, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და ხურდას აბრუნებს.

მეორე შემთხვევა პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას დაცვის უფროსი ახროციელებდა. ჩნდება კითხვა, როცა მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით თუ არა კლუბში? მე ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუ ფორმზე არსებობს რაიმე შეკითხვები, მზად ვართ, ამაზეც გავცეთ პასუხები. აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა იმაში, რომ სწორად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით მოვიქეცით. თუ ერთი ფაქტი მაინც უფლებამოსილების გადამეტების დადასტურება, ამაზე ღია ტრანსპარენტული რეაქცია გვექნება", - განაცხადა გახარიამ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge