png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრგვალ ბაღში ღონისძიება გაიმართება

  • საზოგადოება
  • 01.12.2015
  • 11:40
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრგვალ ბაღში ღონისძიება გაიმართება

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA), საქართველოს უნივერსიტეტთან (UG) თანამშრომლობით მართავს ღონისძიებას გაეროს სახლთან და მრგვალ ბაღში. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ვიდეორგოლის ჩვენება აივ ინფექციასთან დაკავშირებული საჯარო სერვისებისა და შიდსის პრევენციის შესაძლებლობების შესახებ,რომელიც მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდისა და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიისსამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრთან თანამშრომლობით.

ჩვენების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებულებსგადაეცემათ პრიზები და სერტიფიკატები. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში შიდსითან დაკავშირებული სტიგმისა და დისრკიმინაციის, და აგრეთვე მისი პრევენციისშესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიებას გახსნის ერიკა კვაპილოვა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ლელა ბაქრაძე - გაეროსმოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და ვიკა ბუკია - ჟურნალისტი და ვიდეო რგოლის ავტორი.  ღონისძიება დასრულდება კონცერტით.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება.

მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს, თუმცა 2015 წლის მონაცემებით საქართველოში აივ/შიდსის 5 328 შემთხვევა აღირიცხა, რომელთა უმრავლესობას 29-დან 40 წლამდე ადამიანები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ კავშირი ქალთა მიმართ ძალადობასა და აივვირუსით დაინფიცირების რისკის ზრდას შორის მთელს მსოფლიოში მაღალია. ძალადობის მსხვერპლი ქალები აივ ვირუსით ინფიცირების ერთ-ერთ რისკ ჯგუფსწარმოადგენენ.

ყოველ წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და ახორციელებს მრავალ აქტივობასმოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ეროვნულ დონეზე. ფონდი აქტიურად უჭერს მხარს მეტ ინვესტირებას ინტეგრირებული აივ/შიდსის და სქესობრივიდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებში. უფრო მეტი ძალისხმევითა და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობით შესაძლებელია შიდსის დამარცხება 2030წლისათვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge