ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩაქვში 8 ადამიანი დაშავდა
- სამართალი
- 21.05.2018
- 12:52
ჩაქვში გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200