png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ცოლისა და ცოლის მშობლების არასრულწლოვანის თანდასწრებით ცემისთვის მამაკაცს 2- წლიანი პატიმრობა მიესაჯა

  • სამართალი
  • 22.05.2018
  • 16:18
ცოლისა და ცოლის მშობლების არასრულწლოვანის თანდასწრებით ცემისთვის მამაკაცს 2- წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და მეუღლის მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111 -120-ე მუხლით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს, ი.ა.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ვ.ა.-ს, მეუღლის დედას - ა.ა.-ს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამას - პ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ვ.ა.-ს და პ.ბ.-ს, შემდეგ კი ანთებული სიგარეტის ლოყაზე დადებით პ.ბ.-ს მიაყენა დამწვრობა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ი.ა.-მ ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ა.ა.-ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ხანმოკლე მოშლით. ი.ა. ასევე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.ა.-ს და პ.ბ.-ს, რის შედეგადაც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.

სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ი.ა. ოჯახის წევრებს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ი.ა. 2017 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ), 111 -120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (მუქარა ოჯახის წევრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge