გოგონებეს სელფის გადაღების დროს მეხი დაეცათ
- მსოფლიო
- 29.05.2018
- 12:27
დასავლეთ გერმანიაში მეხი ორ გოგონას იმ დროს დაეცა, როდესაც ისინი სელფს იღებდნენ. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
ორივემ სერიოზული ტრავმები მიიღო.
გავრცელებული ცნობით, 23 წლის გოგონა და მისი 21 წლის მეგობარი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ორივეს ტანსაცმელი დახეული ჰქონდა.
ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება.
მეორე გოგონას თქმით, მას მხოლოდ ის ბოლო მომენტი ახსოვს, როდესაც მეგობართან ერთად ფოტოებს იღებდა.