ისრაელმა ღაზას სექტორში დარტყმებს ყველაზე მასშტაბური უწოდა
- მსოფლიო
- 29.05.2018
- 17:43
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში გასამხედროებული დაჯგუფებების 35 ობიექტზე იერიში პალესტინელების მასირებული დარტყმების საპასუხოდ მიიტანა. ამის შესახებ ისრაელის არმიის პრეს-სამსახურმა განაცხადა.
ღაზაში თავიანთ ქმედებას სამხედროებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური უწოდეს.
პრეს-მდივნის რონენ მანლისის განცხადებით, უახლოეს დღეებში მოვლენების განვითარება დამოკიდებული იქნება მოძრობა ჰამასის შესაძლებლობაზე შეაჩეროს დარტყმები, რაშიც ისრაელი „ისლამური ჯიჰადის“მებრძოლებს ადანაშუალებს.