primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

სპერმის დონორს, რომელიც 80 ბავშვის მამა გახდა, შესაძლოა ალიმენტის გადახდა დააკისრონ

  • მსოფლიო
  • 29.05.2018
  • 18:05
სპერმის დონორს, რომელიც 80 ბავშვის მამა გახდა, შესაძლოა ალიმენტის გადახდა დააკისრონ

ბრიტანელმა სპერმის დონორმა აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდა ცოლისთვის თავისი საქმიანობის შესახებ მოეყოლა. წერს გამოცემა Daily Mail-ი.

მათემატიკის ყოფილი მასწავლებელი კლაივი დონორობის წყალობით 80 ბავშვის მამა გახდა, რომელთაგან 14 ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში იმყოფება. 62 წლის ბრიტანელი დაქორწინებულია, მას სამი შვილი და ცხრა შვილიშვილი ჰყავს. მამაკაცი გენეტიკურ მასალას 2013 წლიდან აბარებდა და ბოლო წუთებამდე ცოლს ამის შესახებ უმალავდა.

 „მე მას არ ვატყუებდი, უბრალოდ არ ვეუბნებოდი. ერთხელ სპეციალურად დავუტოვე ჩემი ტელეფონი, რათა მას ყველაფერი გაეგო“, - აღიარა კლაივმა. მისი თქმით, მისი ცოლი ამის გამო ბედნიერი არ არის. მაგრამ ის დონორობის მიტოვებას არ აპირებს, ვიდრე ბავშვების რიცხვს „გარკვეულ რაოდენობამდე არ მიიყვანს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ბრიტანელს ალიმენტის გადახდა დააკისრონ, რადგან ის დონორობას არალიცენზირებული კლინიკების მეშვეობით ახორციელებდა. კლაივს მიაჩნია, რომ ეს რისკი იმდენად მცირეა, რომ ნერვიულობად არ ღირს.

მამაკაცი არ სარგებლობდა ლეგალური კლინიკების მომსახურებით, რადგან ისინი 35 წლის ასაკზე უფროსი მამაკაცების გენეტიკური მასალის მიღებაზე უარს ამბობდნენ. თუმცა კლაივს იმდენად უნდოდა დონორობა, რომ Facebook-ზე სპერმის გაყიდვის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, რის შემდეგაც გოგონებმა მასთან დაკავშირება დაიწყეს. მამაკაცმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელია, გატაცებულია სპორტით და მზად არის სამედიცინო შემოწმებაც გაიაროს.

 „დასანანია, რომ არ შემიძლია გაჩვენოთ იმ ოჯახების ფოტოები, რომლებსაც ჩემი წყალობით შვილები შეეძინათ. ვხედავ რა დიდი ბედნიერება მოუტანეს მათ ბავშვებმა. ყველა ეს ოჯახი განსხვავებულია და მათგან ორი მესამედი ერთნაირსქესიანია“, - განაცხადა კლაივმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge