მორგან ფრიმენმა სექსუალურ ძალადობაში დადანაშულებისთვის CNN-სგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა
- მსოფლიო
- 30.05.2018
- 11:07
ამერიკელმა მსახიობმა მორგან ფრიმენმა ტელეარხ CNN-სგან ბოდიშის მოხდა და ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა, სადაც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. იუწყება Hollywood Reporter-ი.
მსახიობის ადვოკატმა რობერტ შვარცმა CNN-ის პრეზიდენტს ოფიციალური მოთხოვნით წერილი გადასცა.
„CNN-მა დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოიხადოს და უარყოს ინფორმაცია იმავე არხებითა და ყურადღების იმავე მასშტაბით, რომელსაც ის იყენებდა იმისთვის, რომ ფრიმენს უსამართლოდ თავს დასხმოდა“, - ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ რვა ქალმა ცნობილი მსახიობი ფრიმენი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობმა ამ ბრალდებებს სიცრუე უწოდა.