ყაჩაღობისას დაჭრილი დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
- სამართალი
- 01.12.2015
- 14:44
ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, "ნიკორას" სუპერმარკეტზე მომხდარი ყაჩაღობის შედეგად დაჭრილი დაცვის თანამშრომლის, გივი ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის, ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.
"პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც იგი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ავადმყოფის მდგომარეობა კრიტიკულია", - განაცხადეს ინგოროყვას კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მოხდა გუშინ. ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში "ნიკორას" სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. შემთხვევის შედეგად, დაცვის თანამშრომელი, 52 წლის გივი ღარიბაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200