ძლიერი წვიმის გამო პარიზში ქუჩები და მეტროსადგურები დაიტბორა
- მსოფლიო
- 30.05.2018
- 13:37
პარიზში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და ზოგიერთი მეტროსადგური დაიტბორა. ამის შესახებ საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი Local-ი იუწყება.
გავრცელებული ცნობით, მატარებელბი ვერ ჩერდებოდნენ ჟურდენისა და კრენლენ-ბისეტრის სადგურებში. ამის გარდა შეწყვეტილი იყო პარიზის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მუშაობა, რომელიც ამ დრომდე არ აღდგენილა.
უამინდობის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ 450 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა პარიზის სამხრეთ დასავლეთით, შატნე-მალაბრის კომუნაში.