აშშ პოლონეთში სამხედრო ტექნიკას განათავსებს
- მსოფლიო
- 30.05.2018
- 15:20
აშშ სამხედრო ტექნიკას პოლონეთში გდინიას პორტში განათავსებს.
ამერიკის არმიის 598-ე სატრანსპორტო ბრიგადამ ხელი მოაწერა კონტრაქტს გდინიას პორტში კომპანია Baltic Container Terminal-თან.
ტვირთის მოცულობა იმდენად დიდია, რომ განსათავსებლად სამი ფებურთის მოედნის ფართობის ტერიტორია დასჭირდება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოცემული ნაბიჯი აშშ-ის სამხედრო ეროვნული ინტერესების დაცვისთვის არის აუცილებელი.
მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ აშშ-ის შესთავაზა ქვეყანაში ჯავშანსატანკო დივიზიის განთავსება და ამ მიზნებისთვის ორ მილიონამდე დოლარის გამოყოფა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.