ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- მსოფლიო
- 30.05.2018
- 16:42
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შსს -ს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი პოლიციელი.
მედიის ცნობით, შეირაღებული პირები ძალოვანებს თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს.
ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა ათი თავდამსხმელი გაანადგურეს.
შსს-ს წარმომადგენლებმა ტელეარხს განუცხადეს, რომ მებრძოლებს სამხედრო ფორმები ეცვათ.