სტეიკი, სიმინდი და ყველი - თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრით კმაყოფილია
- მსოფლიო
- 31.05.2018
- 10:16
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მრჩეველთან კიმ იუნ ჩხოლთან შეხვედრას კარგი სამუშაო ვახშამი უწოდა.
კიმ იუნ ჩხოლი ნიუ-იორკში პომპეოსთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის მომზადების შესახებ მოლაპრაკებებისთვის ჩავიდა.
„კარგი სამუშაო ვახშამი კიმ იუნ ჩხოლთან ნიუ-იორკში. მენიუში იყო სტეიკი, სიმინდი და ყველი“, - დაწერა პომპეომ Twitter-ში.
თეთრ სახლში სამიტის მომზადებაში წარმატებულ წინსვლაზე საუბრობენ.