დონალდ ტრამპი კიმ კარდაშიანს შეხვდა
- მსოფლიო
- 31.05.2018
- 10:33
აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკული რეალითი-შოუს ვარსკვლავს კიმ კარდაშიანს შეხვდა და მასთან ციხის რეფორმა განიხილა.
„დღეს მქონდა კიმ კარდაშიანთან შესანიშნავი შეხვედრა, ვისაუბრეთ ციხის რეფორმასა და გამოტანილ განაჩენებზე“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი და კარდაშიანი ერთმანეთს 62 წლის ელის-მარი ჯონსონის შეწყალების საკითხზე სასაუბროდ უნდა შეხვედროდნენ. ელის-მარის ნარკოტიკებისკონტრაბანდისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.