primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გაგი ბუაძე წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 31.05.2018
  • 11:33
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გაგი ბუაძე წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გაგი ბუაძის კანდიდატურა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

კახა კალაძის თქმით, გაგი ბუაძეს ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი.

„ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გაგი ბუაძის კანდიდატურა. ის ბოლო პერიოდში მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად. გაგი ბუაძე პროფესიით ფინანსისტია, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. ის ასევე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. იყო ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ენერგეტიკაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული კანდიდატურა კანონის შესაბამისად, დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავნება.

„კანდიდატურის დამტკიცებაზე იმსჯელებენ და იმედია, ეს საკითხი საკრებულოს მიერ დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge