სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა
- მსოფლიო
- 31.05.2018
- 12:21
სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა კანადის ონტარიოს პროვინციაში.
სარკინიგზო ავარია ქალაქ მუსონიდან 38 მ-ში მოხდა. კომპანია Polar Bear Express-ის მატარებელში 80 ადამიანი იმყოფებოდა. ზოგიერთი მათგანი დაშავდა.
ინციდენტის ადგილზე მაშველები იმყოფებიან. დაშავებულები კლინიკებში გადაიყავნეს.
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.