primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლება აფარებს ხელს დამნაშავეს მერაბიშვლის საკნიდან გაყვანის გამოუძიებელი საქმის გამო - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 31.05.2018
  • 14:08
ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლება აფარებს ხელს დამნაშავეს მერაბიშვლის საკნიდან გაყვანის გამოუძიებელი საქმის გამო - გიგი უგულავა

ასეთ ვითარებაში ერთადერთი სწორი გამოსავალი არის მთავარი პროკურორის გადადგომა და ეს უნდა გააკეთოს ან მან ან პარლამენტმა თუ ამას არ იზამს უმრავლესობა ივანიშვილი მიიღებს ქუჩას და ძალიან მწვავე პროტესტს ეს არის წითელი ხაზი - ეს განცხადება ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან მისულმა გიგი უგულავამ გააკეთა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება, რადგან საზოგადიებას დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა, საკუთარი ძალებით დაიცვას კონსტიტუციური უფლება.

„ფაქტია რასაც ყველანი ველოდით ეს არის ბოლო წვეთი და მართლმსაჯულების კატასტროფა, რაც მოხდა დღეს მივიღეთ ექვსთვიანი ცინიკური გამოძიების თავზე, რომ გვყავს გარდაცვლილი, მაგრამ არ გვყავს მკვლელი.

ასეთ ვითარებაში მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს ეს უნდა გააკეთოს თვითონ ან ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა, ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომიის შექმნას, იმიტომ რომ ფაქტია პროკურატურა ვერაფერს ვეღარ გამოიძიებს აწი პროკურატურის ნდობა ამ საქმეში არის ნულის ტოლი.

არსებობს მყარი საფუძველი, რომ გვქონდეს ეჭვი, რომ ხელისუფლება აფარებს ხელს დამნაშავეს მერაბიშვლის საკნიდან გაყვანის ასევე ცინიკურად გამოუძიებელის საქმის გამო,“-აცხადებს გიგი უგულავა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძის მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.  მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

2017 სლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge